სფერო ინვესტი

სფერო ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „სფერო ინვესტი“ აფინანსებს საინტერესო და პროგრესულ „სტარტ აპებს“ განათლების, მეცნიერების, იურისპრუდენციის მიმართულებით. ჩვენ ვიწვევთ ინვესტორებს თანამშრომლობისთვის და პროგრესული იდეების განხორციელების პროცესში მონაწილეობისთვის. „სფერო ინვესტი“ პირველი კომპანიაა, რომელიც 2022 წელს სააქციო საზოგადოება გახდა. ახლა ჩვენი საწესდებო კაპიტალი აქციებად არის დაყოფილი. მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ მომგებიანი ბიზნესის აქციონერები გახდეთ.
თქვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების ვალდებულებების მიმართ შემოიფარგლება აქციების შესაძენად გადახდილი თანხით, ანუ წილით სააქციო საზოგადოების კაპიტალში, ხოლო თქვენი წილი მოგებაში განისაზღვრება აქციის ნომინალური ღირებულების შესაბამისად.
სფერო „ინვესტი“ ასევე გთავაზობთ ანაბრის (დეპოზიტის) გახსნას საქართველოში ყველაზე მაღალი სარგებლის პირობებში. თქვენს ანაბრის უსაფრთხოებას კომპანია „სფეროს“ უძრავი ქონებებით აზღვევს.