იპოთეკით დაზარალებულთა მოთხოვნა

images description

პანდემიის დროს იძულებით გამოსახლებაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაწესებული მორატორიუმის ვადა ამოიწურა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის გამოსახლების პროცესი განაახლა. „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა“ ასოციაციაში აცხადებენ, რომ კერძო მევახშეებისგან დაზარალებული ასობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფომ 2019 წელს ქმედითი ნაბიჯები გადადგა, როდესაც კანონით აკრძალა ბოლო საცხოვრებელი ფართების დაიპოთეკება. ამ ეტაპზე ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რეგულაცია შეეხოს 2019 წლამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებს და თუ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქე ღია ცის ქვეშ რჩება, გააგრძელოს გამოსახლებაზე დაწესებული მორატორიუმის ვადები.