ჩვენს შესახებ
სფერო ჰოლდინგი

ჰოლდინგი „სფერო“ 2018 წელს დაფუძნდა. ჰოლდინგი აერთიანებს დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიებს. ამასთანავე ფლობს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას: იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციას და მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანებას. გარდა ამისა სფერო ჰოლდინგს აქვს თავისი მედია პლატფორმა „სფერო ფროდაქშენის“ სახით და ახალი ამბების სააგენტო „სფერო NEWS“.
კომპანიები
„სფერო დეველოპმენტი“ არის „სფერო ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს საქართველოში, როგორიცაა შეჩერებული მშენებლობის განახლება, ასევე დამტკიცებული პროექტების განხორციელება.
„სფერო AUTO“ „სფერო ჰოლდინგის“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტია. დილერებისთვის და კერძო პირებისთვის ავტომობილების გასხვისების პროცესი სულ უფრო და უფრო რთულდება. ავტომობილი კი ცვეთადი პროდუქტია, რომლის საბაზრო ღირებულება დროში მუდმივად კლებადია. თუ თქვენ ვერ ყიდით ავტომობილს ჩვენ შევიძენთ მას, თქვენზე მორგებული პირობებით. გარდა ამისა „სფერო AUTO” გთავაზობთ შექმნათ ანაბარი თქვენი ავტომობილით და მიიღოთ ყოველთვიური მაღალი საპროცენტო სარგებელი.
„თბილისური ეზო“ ჩვენი დედაქალისთვის დამახასიათებელი სოციალურ-კულტურული სივრცეა, რომელიც სპეციფიკური არქიტექტურის ეზოებში წარმოიშვა. სამწუხაროდ დღეს ის რაც სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახე და განუყოფელი ნაწილი იყო ან დანგრეულია ან დანგრევის პირასაა. მოქალაქეები რომლებიც თბილისურ ეზოებში ცხოვრობდნენ დღეს სახელმწიფოს ქირით ჰყავს გაყვანილი. „სფერო ჰოლდინგი“ პროექტს „თბილისურ ეზოს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით ახორციელებს. ჩვენ გადმოვიბარებთ დანგრეულ საცხოვრებელ ფართებს, მოვიძიებთ მათ თავდაპირველ გარე ფასადებს, სრულად აღვადგეთ და უკან „ძველ თბილისში“ დაგაბრუნებთ. თუ თქვენ ცხოვრობდით ან ცხოვრობთ ავარიულ „თბილისურ ეზოში“ მოგვმართეთ – ერთად ავაშენოთ თანამედროვე სტანდარტებით ნამდვილი თბილისური იერ-სახე.
მშენებლობით და იპოთეკით “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანება
ერთად ვიბრძოლოთ უსამართლობისა და მევახშეების წინააღმდეგ
შეჩერებული მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება
გაერთიანება შეიქმნა ბეტონის ჩონჩხების წინააღმდეგ ბრძოლისთვის