თბილისური ეზოები

 

 

 

თბილისური ეზოები თემატური და სტილისტური ვარიაციებით ძველი თბილისის კეთილი ისტორიაა, სადაც ადამიანთა ურთიერთობები ცალკეულ კოლორიტულ ტრადიციად ვლინდება. თბილისური ეზოები არის თბილისის ის ორნამენტი, რომლის გარეშეც მისი შეცნობა არ არსებობს. დღევანდელი სურათი, რომელიც თანამედროვე თბილისურ ეზოებს ასახავს თავიანი დაზიანებების ფონზე, ძალზედ საყურადღებო და საგანგაშო ფაქტია. ავარიული მდგომარეობის გამო თბილისური ეზოები მეტად მცირდება, ზარალდება ადგილობრივი მოსახლეობა და იკარგება ადგილის სახისმეტყველება. 

სფერო ჰოლდინგის პროექტის მიზანია თბილისური ეზოების მშენებლობა სწორედ იმ უნიკალური არქიტექტურული თავისებურებით, რაც ზუსტად პასუხობს ძველი თბილისის ამ უნიკალური ობიექტების არსებობის აუცილებელ პირობას. სტილიზირებული მშენებლობა თბილისური ეზოების სახისმეტყველების და კოლორიტულობის შენარჩუნების მიზნით საერთო აგებულების სიმკაცრით, სრული წონასწორობით და სიმეტრიულობით უნდა შესრულდეს. გამოყენებული უნდა იქნას ის თბილისური არქიტექტურული პრაქტიკა, რომელიც საფეხურებად იზრდებოდა საუკუნეების მანძილზე.

 

სფერო ჰოლდინგის პროექტით თბილისური ეზოები გააგრძელებს ორიგინალური ქართული არქიტექტურის მიერ განვლილ გზას, შექმნის საჭირო და საინტერესო პროცესს, სტილიზირებული არქიტექტურის განვითარების და ქალაქის ძველი სახის საუკეთესო ფაზაში შენარჩუნების პრინციპებს.

 

თბილისური ეზოები იმსახურებს ყურადღებას, რადგან დროთა განმავლობაში ისინი თბილისის სახასიათო, განსხვავებული და ორიგინალური იმიჯის სამსახურში იყვნენ. არსებული კოეფიციენტის ფარგლებში სფერო ჰოლდინგი შექმნის თბილისური ეზოების საცხოვრებელი სახლების პროექტს. პროექტის თბილისური ეზოების რეალიზება ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით.